ამერიკის შეერთებული შტატები ლიბიელი აჯანყებულებების მიერ კონტროლირებად ქალაქ ბენგაზში დესპანს გაგზავნის.
"ასოსიეიტიდ პრესის" ინფორმაციით, დესპანი ბენგაზში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.
ამერიკელი დიპლომატი კრის სტევენსი ოპოზიციის ლიდერებთან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე იმსჯელებენ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენელ მაჰმუდ ჯიბრილის შეხვედრასაც.
შეხვედრა სავარაუდოდ ლონდონში გაიმართება.
კლინტონი ლონდონში ლიბიის მომავლის შესახებ მიმდინარე კონფერენციას ესწრება, სადაც 40 ქვეყანა მონაწილეობს.