ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ლონდონში ლიბიის საკითზე გახსნილი კონფერენციის მონაწილეებს ლიბიაზე "ბარბაროსული თავდასხმის" შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მოკავშირეთა ოპერაციას ლიბიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერელების ევროპულ ბლიცკრიგს ადარებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
"შეწყვიტეთ ლიბიაზე ბარბაროსული თავდასხმები. დაუტოვეთ ლიბია ლიბიელებს. თქვენ ადამიანების განადგურების ოპერაციის ჩატარებით და განვითარებადი ქვეყნის მოსპობით ხართ დაკავებულნი", _ აცხადებს კადაფი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლონდონში ლიბიის შესახებ კონფერენციის ჩასატარებლად მსოფლიოს 40 სახელმწიფოზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასვევე არაბული სამყაროს წამყვანი ორგანიზაციები შეიკრიბებიან. მათი შეკრების მიზანს რეგიონის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ აღდგენაზე საუბარი წარმოადგენს. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და სხვები.