მოსკოვში ერთი წლის წინ მომხდარი ტერაქტებისას დაღუპულებს იხსენებენ. დილიდან მოსკოვის მეტროსადგურებთან - „პარკ კულტური" და „ლუბიანკა" მოსკოველებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
სპეციალურად მომწყობილ მაგიდებზე აწყობენ დაღუპულთა ფოტოებს და ანთებენ სანთლებს.
შგახსენებთ, რომ 2010 წლის 29 მარტს მოსკოვის მეტროებში „ პარკ კულტური" და „ლუბიანკა" ტერაქტები მოხდა, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და 100-მა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.