იაპონიის მთავრობა ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის გამო საგანგებო რეჟიმში საქმიანობს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნატოი კანმა განაცხადა.
ბოლო მომაცემებით „ფუკუსიმა-1" ის ერთ-ერთი ენერგობლოკის გარეთ აღმოჩენილია მაღალი რადიოაქტიური წყალი, ხოლო ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ნიადაგში აღმოჩენილია პლუტონი.
ქვეყნის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარობა საგანგებო რეჟიმში საქმიანობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში იაპონიაში ქვეყნის მთავრობას გადაწყვეტილებების დაგვიანებით მიღებაში და გაუბედაობაში ადანაშაულებენ.