გრიპის ვირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია, რომ პაციენტის დაღუპვა A არატიპირებულმა ვირუსმა გამოიწვია. 
ამ სეზონზე მსგავსი უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა. 
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან A არატიპირებული ვირუსის 15 შემთხვევა იყო. ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების 47-ე შემთხვევა დაფიქსირდა.