დღეს, 29 მარტს, ლონდოში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ლიბიაში პოლიტიკური მომავალი - როდესაც ლიბილელი ხალხი თავისუფალი იქნება დამოუკიდებლად შეძლოს არჩევანის გაკეთება. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის. დევიდ კამერონის ლიბიელი ხალხისადმი მიმართვაში.
ნიკოლა სარკოზიმ და დევიდ კამერონმა მიმართეს ლიბიელ ხალხს მოწოდებით – მოემზადონ ახალი ერისთვის მუამარ კადაფის გარეშე.
მოწოდებაში სარკოზიმ და კამერონმა მუამარ კადაფის პოსტის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს და მის მომხრეებს პოლკოვნიკის მხარდაჭერის შეწყვეტა ურჩიეს - „ ჯერ კიდევ არა არის გვიანი".
მათ მოუწოდეს კადაფის მომხრეებს შეუერთდნენ ხელისუფლების შეცვლის პროცესს.