ბადრი ბიწაძე "ქრონიკისთვის" მიცემულ კომენტარში ლევან გაჩეჩილაძესთან აეროპორტში მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებს და ლევან გაჩეჩილაძეს იაფფასიანი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
"ფიზიკური დაპირისპირება ჩემთან ძალიან ძნელია. მაგის თავი არც კიწმარიშვილს გააჩნია და არც გაჩეჩილაძეს. ასე რომ, სიტყვიერად შეუძლიათ, მაგ ლაჩრებს ეგეთი რაღაცები გააკეთონ", _ აღნიშნა ბიწაძემ.
მისი თქმით, მომხდარის უკან ხელისუფლება დგას.
"ეს არის ხელისუფლების დავალება და ასრულებენ ხელისუფლების დავალებას. ახლა უნდათ, რომ დაეხმარონ და დააჭერინონ ჩემი თავი ვანო მერაბიშვილს".
ბიწაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ ადგილას შეხვდეს გაჩეჩილაძეს.
"გაჩეჩილაძეს თუ უნდა ჩემი ნახვა, სადაც გაუხარდება, იქ შემხვდება. მზად ვარ, სიტყვიერადაც და ფიზიკურადაც პასუხი გავცე. აეროპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პროვოკაციებზე არ უნდა წავიდეს", - აღნიშნა ბიწაძემ.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით მიუნხენის აეროპორტში ლევან გაჩეჩილაძესა და ბადრი ბიწაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც სიტყვიერი უთანხმოება უძღოდა. "ქართული პარტიის" ლიდერმა აეროპორტში შემთხვევით ნანახ ბიწაძესთან ჯერ იჩხუბა, შემდეგ სცემა.