ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლები შიდსისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლებენ. ამის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "აიცინხარა - ერთი მიწის შვილების" თანადამფუძნებელმა თამარ მუკბამ განაცხადა.
მისი თქმით, სათანადო ვალდებულებას მისი ორგანიზაცია აიღებს. კერძოდ, საუბარია შიდსისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების სახელმწიფო პროგრამებზე.
ორგანიზაციას "აიცინხარა - ერთი მიწის შვილები", რომელიც ეთნიკურ აფხაზებს აერთიანებს, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პირებისთვის სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგებაში ზუგდიდის წარმომადგენლობა დაეხმარება.