პატრიარქი კირილი იაპონიის მართლმადიდებელთა დახმარების მიზნით მრევლს ფულის შეგროვებისკენ მოუწოდებს.
"კურთხევას გაძლევთ, რათა ბრწყინვალე აღდგომის მარხვის მეოთხე კვირას რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესაბამისი თანხა შეაგროვოთ და სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებ იაპონიის მართლმადიდებელ გაერთიანებას დაეხმაროთ",_ნათქვამია პატრიარქის გზავნილში.
პატრიარქის თქმით, ფულადი სახსრები საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების სინოდალური განყოფილების ანგარიშზე მოხვდება. მოგვიანებით კი იაპონიის ავტონომიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას ტაძართა აღდგენის მიზნით გადაეცემა.
"პატივისცემის ღირსია ის სიმამაცე, რითაც იაპონელი ხალხი მის თავს დატეხილ გამოცდას უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი, ისინი საკუთარი თავის იმედსა და სულიერ გამძლეობას არ კარგავენ. იაპონიაში მოროდიორობისა და ძალადობის შემთხვებიც არ მომხდარა. პირიქით, იაპონელები ამშვიდებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს",_ნათქვამია პატრიარქის წერილში.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი იაპონელებიც სტოიკურად შეხვდნენ ტრაგედიას. იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებსა და ტოკიოში არსებულ რუსულ ეკლესიებთან კი სტიქიის აღმოსაფხვრელად გაძლიერებული ლოცვები ტარდება.