საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში პრეზიდენტის პარტიამ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად წაიწია წინ ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა. მისი მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ პარტიის ახალი სახე _ მარინ ლე პენი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლა სარკოზის დამარცხებას შეძლებს.
წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ არჩევნებში სოციალისტები ლიდერობენ. მათ ხმების 96% დააგროვეს. 20% აქვს მმართველ პარტიას, ულტრამემარჯვენე ნაციონალურ ფრონტს კი_12%.