იემენის პრეზიდენტ ალი სალეხსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად დაწყებული დიალოგი ჩიხში შევიდა.
ბი-ბი-სის ცნობით, სალეხმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მისი შეთავაზება არ მიიღო. ამდენად, ვერანაირ დათმობაზე საუბარი ვერ იქნება.
ამასთან, დღეს იემენში სახელისუფლო ძალებსა და ისლამისტებს შორის მორიგი შეიარაღებული შეტაკება მოხდა. ქვეყნის სამხრეთით ბოევიკებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარეს.
მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა სახელმწიფო დაწესებულებები, ყაზარმები და რეგიონალური რადიოსადგურის შტაბ-ბინა. ქალაქ ჯაარის სიახლოვეს ისლამისტებმა საბრძოლო იარაღის ქარხანა ჩაიგდეს ხელთ.
ოპოზიციის მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გადადგეს პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხი.