ინგუშეთის ერთ-ერთ სოფელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მილიციის ერთი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული ინფორმაციით, ზემო ალკუნში ბოევიკთან შეტაკებისას გახსნილი ცეცხლის დროს მილიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ომონოს ერთი თანამშრომელი დაიჭრა", _ განუცხადა რუსულ მედიას წყარომ ინგუშეთის სამართალდამცავი სტრუქტურიებიდან.
ამასთან, ერთად აღნიშნული სპეცოპერაციის დროს მოკლულია ერთი ბოევიკი. იგი აღმოჩნდა ვინმე 1978 წელს დაბადებული ასლან ჩეჩოევი.