პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქართველ ფეხბურთლებს გამარჯვება მიულოცა.
ამასთან, დღეს, ბიუროს სხდომაზე ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ნაკრებთან თამაშის დროს ქართველი ფეხბურთლები დადებით შედეგს აჩვენებენ.
"კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი ფეხბურთის ნაკრებს გამარჯვებას. ალბათ დიდი ხანია ასეთი სიხარული არ ჰქონია ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარს და იმედია სამშაბათსაც გავახარებს, რომელიც უკვე ფავორიტის რანგში მიემგზავრება ისრაელში და მათ მიმართ უკვე დიდ მოლოდინები არსებობს", - აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველო-ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი 1-0, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.