"იაფი კრედიტის" პროგრამა 2011 წლიდან განახლდება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კახა ბაინდურაშვილმა დღეს სესიაზე 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა
საკითხი `ქრისტიან-დემოკრატების'' წარმომადგენელმა გიორგიო თარგამაძემ დააყენა. მისი თქმით, ის გარემოება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან ‘'იაფი კრედიტის'' პროგრამა ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა მინიმუმამდე არის დაყვანილი.
მაგრამ, როგორც ბაინდურაშვილი აღნიშნავს, პროგრამა არ გაუქმებულა.
საქმე ის არის, რომ, მისი განმარტებით, პროგრამაში მონაწილე კომპანიებს, ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, სესხის რესუსრსის მობილიზების ვადა ერთი წლით, 2008 წლის ნაცვლად, 2009 წლისათვის გადაუვადდათ. მისივე თქმით, შესაბამისი თანხების მობილიზება სწორედ 2010 წლის ბიუჯეტში მოხდება, 2011 წლიდან კი პროგრამაში მონაწილეთათვის `იაფი კრედიტის~ გაცემა ჩვეულებისამებრ, განახლდება.