ფინანსთა სამინისტროსა და სახალხო ბანკის წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ ლოტოტრონით 16 გამარჯვებული პენსიონერი გამოავლინა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად, 70 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებენ.
აქცია -"წლის პენსია" კვლავ გაგრძელდება და შემდეგი 16 გამარჯვებული 2010 წლის მაისში გამოვლინდება.