იაპონელი ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, თუ საიდან ჟონავს რადიაცია მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ფუკუსიმა-1-ის ატომური ელექტროსადგურიდან, - იტყობინება "ბი-ბი-სი".
სადგურის ოპერატორი Tokyo Electric Power Company (TEPCO) აცხადებს, რომ ერთ-ერთი რეაქტორის ნაგებობის წყალში რადიაციის მაღალი დონე ადასტურებს რეაქტორის აქტიური ზონის გარსის დაზიანებას.
იაპონონიის ოფიციალური პირების განცხადებით, გაჟონვის წყაროს ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ წყალში რადიაცია 10 ათასჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას.
ინჟინრები ცდილობენ, რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს გენერატორების ჩართვა, რომელიც შესაძლებელს გახდის გაგრილების სისტემის აღდგენას.
იაპონიის პრემიერ მინისტრი ნაოტო კანი აცხადებს, რომ ფუკუსიმა-1-ზე ვითარება კვლავინდებურად რთულია.
"ვითარება ატომურ ელექტროსადგურზე "ფუკუსიმა-1" კვლავ რთული და სეროზულია. ვცდილობთ არ დავუშვათ ვითარების გაუარესება, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ჯერჯერობით ოპტიმიზმის გამოხატვა ნაადრევია", - განაცხადა იაპონიის პრემირმა.
უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიიდან ჩინეთში ჩასულ ორ ტურისტის ტანსაცმელზე და ტვირთში გამოვლენილია რადიაციის მაღალი დონე. ისინი ატომური ელექტროსადგურიდადან 240 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად იაპონიში ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 10 ათასი ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 17.5 ათასი, ხოლო 2775 ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებებში.