განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოში ლინგვისტური რევოლუცია მოხდა.
"ჩვენ ვართ მომსწრეები საქართელოში ლინგვისტური რევოლუციის - საატესტატო გამოცდებზე 2/3-მა აირჩია ინგლისური ენა, როცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზედაც კი, ინგლისურ-რუსულის თანაფარდობა იყო დაახლოებით 47 % - 47 %-თან", - განაცხადა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
მინისტრი ვარაუდობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უცხო ენად ინგლისურის ჩაბარებას აბიტურიენტთა 90-95 % აირჩევს.