დღეს თბილისის საკრებულომ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ლუბლიანას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის გიული ჭოხონელიძის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას ზურაბ ეფაძის სახელი მიენიჭა, ისანი-სამგორის რაიონში გიორგი რთველაძის ქუჩას კი - იუნკერთა სახელი.
სახელები შეეცვალა დაბა წყნეთში დიდგორის რაიონში ე.წ. კაკლების დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩას და კაკლების ქუჩა ეწოდა. ხოლო ისანი-სამგორის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას ზურაბ ნამორაძის სახელი ეწოდა.
ისანი-საგორის რაიონში ვაზისუბნის ე. წ. მხატვრების დასახლებაში უსახელო ქუჩას ხელოვანთა სახელი მიენიჭა, ხოლო გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას ხევისპირელის სახელი ეწოდა.