გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში სასურსათო დახმარება 6 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის გამომუშავება, რამაც განაპირობა სასურსათო კრიზისი.
მაის-ივლისისთვის დისტრიბუციაში სასურსათო პროდუქტის ამოწურვაა მოსალოდნელი. სასურსათო კრიზისი სავარაუდოდ გაგრძელდება.