საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე, ქართველმა ბავშვებმა უნდა ისწავლონ სკოლაში, თუ რა არის ნაღმი.
"შემოვიდა ახალი სასწავლო დისციპლინები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება. პატრიორიზმი არ ისწავლება, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, თუ რა არის ნაღმი, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა მიწისძვრის დროს და ასევე პირველადი სამედიცინო დახმარება. ჩვენ დავიწყეთ პილოტირება მსოფლიო კულტურის. აღვადგინეთ სკოლებში "აი-პი ტექნოლოგიები", სავალდებულო სწავლება რომელიც არის სამდონიანი. დავიწყეთ პილოტირება მეცნიერების კურსის და ქართული ცეკვის. ფიზკულტურის გაკვეთილები შეიცვალა სპორტის გაკვეთილებით", - განაცხადა შაშკინმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, 2 კვირაში განათლების სამინისტროსა და ყველა სპორტულ ფედერაციასთან ხელშეკრულება გაფორმდება.
"ფეხბურთიდან დაწყებული რაგბის ფედერაციით დამთავრებული ხელშეკრულებას გავაფორმებთ, იმისთვის, რომ მათი მეშვეობით შეიქმნება ლიგები. სულ 8 სახეობაში შეიქმნება ლიგა და ჩატარდება ჩემპიონატები", - დასძენს მინისტრი.