2015 წლიდან საქართველოს ისეთივე განათლების სისტემა ექნება, როგორიც გერმანიისა და საფრანგეთს. ამის შესახებ სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
"2011 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. ეს არის ორიენტირებული განათლების ხარისხზე და ის მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ შედეგი, რომელსაც ველოდებით. 2015 წელს გვექნება ისეთივე განათლების სისტემა, როგორიც არის გერმანიაში, საფრანგეთში და ა. შ.", - აღნიშნა შაშკინმა.
მისი განმარტებით, ძველი ეროვნული სასწავლო გეგმა გარკვეულ კომპონენტებს არ ითვალისწინებდა, რაც ძალიან ხშირად იწვევდა გაუგებრობას.
"ეს იყო შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ", - განმარტა მინისტრმა.