მიმდინარე წლის სექტემბრამდე საქართველოში კიდევ 500 ინგლისურენოვანი პედაგოგი ჩამოვა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის ინფორმაციით, მომავალი 5 წლის განმავლობაში კი ქართველ ბავშვებს ინგლისურს უცხოეთიდან ჩამოსული 10 ათასი პედაგოგი შეასწავლის.
"ჩვენ ჩამოვიყვანეთ 1000 პედაგოგი საზღვარგარეთიდან. ისინი ქართველ მასწავლებლებს და ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარებიან. სექტემბერში მათ რიცხვი 1500-მდე გაიზრდება. დაახლოებით 10 ათასი კაცი იქნება მომავალი 5 წლის განმავლობაში", - აღნიშნა შაშკინმა სამთავრობო დებატების ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.