Phillips de Pury-ის აუქციონის სახლმა ენდი უორხოლის ნამუშევართა სერიიდან ელიზაბეტ ტეილორის პორტრეტი გასაყიდად წარადგინა. ნამუშევრის სახელწოდებაა "ლიზ #5", რომელიც ნიუ-იორკის აუქციონზე 12 მაისს გაიყიდება. პორტრეტი 20-30 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
ცნობილია, რომ უორხოლისთვის ელიზაბეტ ტეილორი შთაგონების მთავარი წყარო იყო. მხატვარმა მსახიობს ნამუშევართა მთელი სერია მიუძღვნა. ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში მისი ერთ-ერთი პორტრეტი 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.
2007 წელს კი ბრიტანელმა მსახიობმა ჰიუ გრანტმა საკუთარი კოლექციიდან ანალოგიური პორტრეტი 23,6 მილიონ დოლარად გაყიდა. ეს ბევრად ძვირია, ვიდრე უფრო ადრე ჰიუ გრანტს დაუჯდა მისი შეძენა.
უორხოლის კიდევ ერთი ნამუშევარი "მისი ცხოვრების მამაკაცები", რომელიც ტეილორის ფოტოების მოტივების მიხედვით შეიქმნა, 63,3 მილიონ დოლარად გაიყიდა და ფასიდან გამომდინარე, მხატვრის შემოქმედებაში, მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, ელიზაბეტ ტეილორი 2011 წლის 23 მარტს ლოს-ანჯელესში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.