ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის მედიკამენტების კუთხით თუ არის მწვავე პრობლემა, ეს უკავშირდება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობას.
"ამ პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობთ. ადამიანს, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტების მიღება, ჯანმრთელობა უნდა შენარჩუნდეს", - აღნიშნა ურუშაძემ.