ლიბიაში არსებულ სიტუაციაში სამხედრო ჩარევამ საშუალება მოგვცა თავიდან აგვერიდებინა ასეულობით ათასი მსხვერპლი. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"თუ ჯარისკაცები დაბრუნდებიან ყაზარმებში, თავს დაანებებენ ქალაქებისათვის ალყის შემორტყმას, ამ მომენტიდან ყოველივე ეს ლიბიელების შიდა პრობლემად იქცევა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ჩარევის აზრი სწორედ ამაშია და არა იმაში, რომ დაამხო მუამარ კადაფის რეჟიმი.
ამასთან ერთად, ნიკოლა სარკოზმა უარი განაცხადა, ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დასრულების კონკრეტული ვადები დაესახელებინა.