ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ, გავრცელებული რადიაციის გამო, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ახლომდებარე ტერიტორიებიდან საკვები პროდუქტის იმპორტირება დაბლოკა. იაპონიის ხუთი პრეფექტურიდან ჩინეთში რძის, ბოსტნეულის, ხილისა და თევზის ექსპორტი შეჩერდება. სამხრეთ კორეაში კი იმპორტი ოთხი პრეფექტურიდან შეაჩერა.
როგორც ჩინეთისა და სამხრეთ კორეის მთავრობები აცხადებენ, ამ ეტაპზე უცნობია თუ როდემდე შეჩერდება იმპორტი.