საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქვეყნის პირველმა პირმა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.
"ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების ლიდერებმა, ევროკომისიისა და ევროპარლამეტის პრეზიდენტებმა, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებმა, რომლებიც 24 მარტს მეიზში შეიკრიბნენ, ევროპისთვის და, კერძოდ, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები განიხილეს. სახალხო პარტიის ყრილობა ევროკავშირის სამიტის წინ, სწორედ ამ მიზნით გაიმართა. ევროპარლამენტის ყველზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის წევრი საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობაცაა", - აცხადებენ პრეზიდენტი ადმინისტრაციაში.
ყრილობის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა მონაწილე ქვეყნების რამდენიმე ლიდერთანაც გამართა შეხვედრა.