საპარლამენტო უმრავლესობა სისხლის ბანკში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძე გამოსვლის შემდეგ დებატებზე უმრავლესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, სისხლის ბანკთან დაკავშირებით იყო პრობლემები, რომ მაცივარ დანადგარების სიმცირის პრობლემა იყო.
"მაინტერესებს რა გაკეთდა ამ კუთხით და ამ ეტაპზე რა ვითარება გვაქვს?", - მიმართა მინისტრს მელიქიშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა ურუშაძისგან მოითხოვა ინფორმაცია მიეწოდებინა, რა ხდება სადაზღვევო მიმართულებით შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად.
"ჩვენი აქცენტი გაკეთებულია სადაზღვევო მიმართულებებზე, მაგრამ მოსახლება ხვდება ძალიან ბევრ წინააღმდეგობას. ამისთვის შევქმენით მედიცინის სამსახურიც. ძალიან ხშირია, რომ დაზღვეული პაციენტის გაწვალება ხდება და დაზღვავა აბრალებს ჯანდაცვის სამინისტროს, ხან კლინიკას და ამ კუთხით რა სტატისტია გვაქვს?", - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.