შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე მზადაა მედიკამენტ "ლირიკას" ფსიქოტროპული პრეპარატების სიაში შეტანის საკითხი განიხილოს.
აღნიშნული საკითხი დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრთან დებატებზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დასვა.
დეპუტატის განმარტებით, პრეპარატის მოხმარების ფატალური შედეგებს იძლევა, თუმცა რადგან იგი ნარკოტიკულ საშუალებად არ ითვლება, აფთიაქებში თავისუფლად იყიდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კი მართალია "ლირიკა" არ არის დარეგისტრირებული როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტი, თუმცა ამ საკითხზე კონკრეტული მოსაზრებების მოსასმენად იგი მზადაა.