აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში დამწვრობის ცენტრები შეიქმნება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა.
"ოპოზიციამ დამწვრობის ცენტრთან დაკავშირებით აპოკლიფსური სურათი დახატა - ათი საავადმყოფოს გადატანა-გადმოტანაზე. მინდა გითხრათ, რომ იმ პირობებს, რომელშიც ამჟამად პაციენტები და მედპერსონალი იმყოფება ვერ შევეგუებით და მიმდინარეობს რეფერალურ ბაზაზე რემონტი, თავდაპირველად 120 საწოლზე, რომელიც შემდეგ 300 საწოლამდე გაიზრდება", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროფილის მომსახურების მიღების საშუალება გეოგრაფიული თვალსაზრისით ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ მომსახურება ხელმისაწვდომი გავხადოთ აღმოსავლეთ და დასვალეთ საქართველოში", - აღნიშნა მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ ამ კუთხით დარგის სპეციალისტების სიმცირის პრობლემაა.