ბათუმში ხანძრის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა და კიდევ 2 მოზარდი მძიმედ დაშავდა. 
 ცეცხლის სალიბაურის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს მოეკიდა. 
ხანძრის დროს ბავშვები ოთახში მარტოები იყვნენ. ალმოკიდებულ საძინებელში 8 წლის მაია ნაფეტვარიძე ცოცხლად დაიწვა. მისი ორი წლის ძმა კი ბათუმის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. 
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს შეშის ღუმელიდან მოეკიდა.