ხვალ 20.30 საათზე სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასის", ,,რადიოქალაქისა" (FM 101.9) და ,,ჯეოსელის" ორგანიზებით, თბილისში ,,დედამიწის საათის" აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ერთი საათით გამოირთვება ელექტროენერგია.
"ჩააქრე სინათლე! აჩუქე ერთი საათი დედამიწას! გამორთე ერთი საათით ყველა ელეტრომოწყობილობა!" _ ამ მოწოდებით აქციის ორგანიზატორები საქართველოს ყველა მოქალაქეს მიმართავენ.
,,დედამიწის საათი" მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მოუწოდებს, სიმბოლური მხარდაჭერა გამოხატონ გარემოსა და პლანეტის დაცვის მიმართ.
World Wildlife Fund-ის მიერ ორგანიზებული გლობალური ღონისძიება_ "დედამიწის საათი" საინფორმაციო კამპანიის სახით 2007 წელს სიდნეიში დაიწყო, როცა 2 მილიონზე მეტ დაწესებულებაში ერთი საათით გამორთეს ელექტროენერგია.
მოგვიანებით ეს წამოწყება მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად იქცა დაD2008 წელს "დედამიწის საათმა" 35 ქვეყნის 370 ქალაქში უკვე 50 მილიონი ადამიანის ჩართვა შეძლო.