საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ოპოზიციას ყველანაირი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან გამართულ დებატებზე აღნიშნა.
"როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებას მობაძონ და ყველას კარგად გვახსოვს უმცირესობის ლიდერის მიერ პრეზიდენტის მოხსენების დროს სპეციალური ბანერები ტრიბუნიდან ფრიალი და სროლა, მინდა შევახსენო, რომ ამერიკაში ასევე მიღებულია პასუხი აგონ პოლიტიკოსებმა თავის გადაწყვეტილებებზე", - მიმართა ოპოზიციას ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი ისეთი კანონპროექტი, რომელის მიღების შემდეგ ქვეყანაში წამლებზე ფასები შემცირდა, მიუხედავად ინფლაციური პრობლემებისა.
"მესმის თქვენ ოპოზიციაში ხართ და გინდათ ყველანაირი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოთ, მაგრამ მაშინ როდესაც გატარდა რეფორმები, მხარი არ დაუჭირეთ იმ მოტივით, რომ წამლების ხარისხი გაუარესდებოდა. დაგვისახლეთ მედიკამენტები, რომელის ხარისხით გაუარესდა და ვინ დაზარალდა? მაინტერესებს თქვან თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ამ კანონპროექტის მიღებას მხარი არ დაუჭირეთ?", - მიმართა ოპოზიციას უმრავლესობის ლიდერმა.