რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარის, ანდრეი პიონტკოვსკის შეფასებით, ევროპა რუსეთის მიერ მთლიანად კორუმპირებულია.
"ძალიან გასაკვირია, თუკი ევროპის შესახებ რაიმე ილუზია კიდევ არსებობს. ევროპა რუსეთის მიერ მთლიანად კორუმპირებულია როგორც მთლიანობაში, ისე პიროვნულ დონეზე. შეხედეთ, სხვადახხვა ქვეყნის ხელმძღვანელები, პრემიერები, კანცლერები როგორ დგანან რიგში პუტინის პერსონალურ საღამოებზე. ბერლუსკონი სანამ ლიბიაში ვითარება გამწვავდებოდა, ხელებს უკოცნიდა კადაფის... წარმოიდგენდით, რომ ჩერჩილი და ტეტჩერი იგივეს გააკეთებდნენ? ვფიქრობ, ესენი იყვნენ უკანასკნელი არაკორუმპირებული პოლიტიკოსები", - განაცხადა ანდრეი პიონტკოვსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ გამართული დისკუსიისას.
"მოდით, თავი დავანებოთ ევროპას, რადგან მის მიერ რუსეთზე გავლენის მოხდენა არარეალურია, თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების დარეგულირების კუთხით", - დასძინა რუსმა მკვლევარმა.
აღსანიშნავია, რომ ანდრეი პიორტკოვსკიმ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას სწორედ ჩრდილოკავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილა.