საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სანდრო ურუშაძის განცხადებით, სამინისტრო ვეტერანთა სამედიცინო ხარისხის გასაუმჯობესებლად მეტი ყურადღების დათმობას აპირებს. მისი თქმით, ვეტერანთა მიმართ მათი ვალდებულებები გაიზარდა.
"შენარჩუნებულია ვეტერანების ყველა პროგრამა. მათთვის შენდება ახალი კლინიკა. 800 000-მე მეტი იხარჯება ვეტერანების მიზნობრივი პროგრამისთვისთვის, რომლებიც აფინანსებს ყველა იმ სამედიცინო მომსახურებას, რომლებიც სხვა პროგრამებით არ არის გათვალისწინებული და იმ ვეტერანებისთვის, რომლებიც ამ ასაკობრივ ზღვარში ვერ ჯდებიან. 200 000 გამოიყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო რეაბილიტაციისთვის. რასაკვირველია ეს ცოტაა, რასაკვირველია ეს ვერ პასუხობს ვეტერანთან მოთხოვნებს. ყველა ის ვალდებულება, რაც იყო აღებული, არა მხოლოდ შემცირდა, როგორც ხშირად ამტკიცებენ ჩვენი ოპონენტები, არამედ გაიზარდა. ჩვენ კვლავაც ვაპირებთ მომავალში გავაგრძელოთ მეტი ყურადღების მიქცევა ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების ხარისხისთვის", - განაცხადა ურუშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.