"ქართული დასის" ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს საბაზისო პენსიის სარსებო მინიმუმამდე გაზრდასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა სთხოვა.
როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ურუშაძესთან გამართულ დებატებზე ბაღათურიამ განაცხადა, საარსებო მინიმუმი დღეს უკვე 100 დოლარს აღემატება და ის 190 ლარს შეადგენს.
"ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი და პირდება პენსიონერებს, რომ 2009 წლის ბოლომდე პენსია 100 დოლარამდე გაიზრდება და ეს არის მეორე დოკუმენტი, "ქართული დასის" საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც უკვე მე ვაწერ ხელს და ეხება მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას. დაუჭერთ თუ არა მხარს ამ ინიციატივას", - მიმართა დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრს.
ამასთან, ბაღათურია დაინტერესდა ბოლო დროს პროდუქციის გაძვირების შემდეგ თუ არის გამოთვლილი, რამდენს შეადგენს საარსებო მინიმუმი.