"დაზღვეულთა მომსახურებაში არსებობს ხარვეზები, არაკეთილსინდისირების ფაქტები, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს", _ აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, მედიცინის სამსახურს, რომელიც სულ ერთი წელია ჩამოყალიბდა, მიეცა დავალება, აქტიურად ჩაერიოს როგორც მოაქლაქეებსა და კომპანიებს შორის, ასევე, კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად.
როგორც ანდრია ურუშაძე აცხადებს, სამინისტროში ამოქმედდა ტექნიკური საბჭოც, რაც მათ საშუალებას აძლევს კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ღიად განიხილონ.
ამასთან, მინისტრი დადებით მოვლენად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს ამ ტექნიკურ საბჭოში, სადაც ოპოზიციაც აქტიურადაა ჩართული.
"იზრდება დაზღვეულთა რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებელი. ვინც 60 წელს ზემოთაა, ბავშვთა ასაკის მოსახლეობისთვის შენარჩუნებულია ყველა ჯანდაცვის პროგრამა, ურგენტული შემთხვევებისთვის, პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის, კარდიოქირურგია, ონკოლოგია",_აცხადებს ანდრია ურუშაძე.