"ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის საქმიანობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს მიმართა და სთხოვა, რომ საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის დაევალებინა სუბელისნის წინააღმდეგ მომზადებული დოკუმენტები გენერალური პროკურატურაში გადაეგზავნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას განუმარტა, რომ ეს საკითხი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს არ ეხება და შეუძლია სამართალდამცველებს პირადად მიმართოს.
შეგხსენებთ, რომ დღეს პარლამენტში რეგლამენტის 215 მუხლის თანახმად კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა 81 ხმით 11-ს წინააღმდეგ ჩავარდა.