პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი 81 ხმით 11-ს წინააღმდეგ ჩავარდა.
როგორც ცნობილია, რეგლამენტის 215 მუხლის თანახმად პარლამენტი თავდაპირველად მინისტრის გადადგომის საკითხის დაყენების მიზანშეწონილობას უყარა კენჭი.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" და "ქართული დასის" სახელით სუბელიანის გადაყენების მოთხოვნა წერილობით დააყენეს.
სუბელიანის უნდობლობას მთელი საპარლამენტო ოპოზიცია უცხადებს.
როგორც დღეს სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, მას ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დაუკავშირდა, რომელიც საფრანგეთში მივლინებით იმყოფება და სთხოვა გაეხმიანებინა, რომ დევნილთა მინისტრის გადაყენებას მხარს იგიც უჭერს.