დღეს საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საერო სკოლა ,,ოლიმპი"'ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალს" უმასპინძლებს. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლას საბრძნეთის ელჩიც ეწვევა.
ფესტივალი ჩატარდება მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში გაიმართება და მასში მონაწილეობას თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
ფესტივალის მიზანია, მოსწავლეებში ანტიკური, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ბერძნული კულტურის, ასევე, ქართულ-ბერძნული ურთიერთობების, ინტერკულტურული კავშირების პოპულარიზაციის ამაღლება.
ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. უფროსკლასელთათვის ჩატარდება ვიქტორინა, მოსწავლეები წარადგენენ სპექტაკლებსა და ლიტერატურულ კომპოზიციებს, პროექტებს, დაწერენ ანალიტიკურ ესეებს, ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბერძნული ენის ცოდნაში.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი რისმაგ გორდეზიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და თბილისის სკოლების წარმომადგენლები.