Ivo Nikkolo-ს მოდის სახლმა საქართველოს პირველი ლედის მიერ შექმნილი კაბა წარადგინა.
ჯერ კიდევ გასულ წელს ესტონეთში ვიზიტის დროს მყოფმა სანდრა რულოვსმა ესტონეთის მოდის სახლისთვის კაბის დიზაინი შექმნა.
ამ ქალურ და რომანტიკულ, ნათელი წითელი ფერის სამოსს, რომელიც სხვადასხვა ფერის ღილებითაა გაწყობილი, "ოპტიმისტური კაბა" უწოდეს.
კაბა მოდის სახლის საგაზაფხულო კოლექციაზე 15 მარტს წარადგინეს.
კაბების გაყიდვიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაერიცხება, რომელიც ქართველ ბავშვებს ეხმარება.