ოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრასა და ცუნამს 10 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2775 ადამიანი დაშავდა. 17 440 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
250 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. ისინი საგანგებო თავშესაფრებში ცხოვრობენ და შეზღუდულად მიეწოდებათ საკვები პროდუქტები და წყალი.
11 მარტის სტიქიებმა მთლიანობაში 18 000 შენობა დაანგრიეს, ხოლო 130 000 დააზიანეს.
იაპონიის მთავრობის განცხადებით, დანგრეული ქალაქების ხელმეორედ აშენებისთვის 25 ტრილიონი იენია საჭირო.