რადიოსადგური "ეხო მოსკვი" სტალინის ნეშტის ეგსგუმაციის მოთხოვნით შუამდგომლობას მოამზადებს. ამის შესახებ რადიოსადგურის მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა ტვიტერში განაცხადა.
როგორც იტყობინებიან, ბენედიქტოვის ამ თხოვნას ევგენი ჯუღაშვილის სარჩელის პარალელურად განიხილავენ. სტალინის შვილიშვილი მოითხოვს ისტორიული მოღვაწის პატივისა და ღირსების შემლახავად აღიარონ ჟურნალისტ ნიკოლოზ სვანიძის სიტყვები, რომლის თანახმადაც, სტალინი თურმე ახრჩობდა პატარა ბავშვებს.
კომპენსაციის სახით ჯუღაშვილი 10 მილიონ რუბლს მოითხოვს "ექო მოსკვისგან" ხოლო ჟურნალისტისგან_1 მილიონ რუბლს.
თავის მხრივ, რადიოსადგური აცხადებს, რომ რუსული კანონმდებლობით, ამ სახის სარჩელის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანების ახლობლებს, რომელთა ღირსებაც შეილახა. ხოლო იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ჯუღაშვილი სტალინის ნათესავია, არ არსებობს.