ჰოლივუდის ვარსკვლავი ელზაბეტ ტეილორი ლოს ანჟელესის სიახლოვეს დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალი მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ მსახიობის 40 ნათესავი და რაბინი ესწრებოდა. ტეილორი გლენდეილში ფორესტ-ლოუნის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც მრავალი ცნობილი პიროვნებაა დაკრძალული,მათ შორის მაიკლ ჯექსონი - ელიზანეტ ტეილორის დიდი მეგობარი.
მსახიობის დაკრძალვის ცერემონიალი 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ეს მისი აგენტის განმარტებით, თავად ელიზაბეტის სურვილით მოხდა.
"მის ტეილორმა ინსტრუქციები დატოვა", დაკრძალვის ცერემონია დაგეგმილზე 15 წუთით გვიან უნდა უნდა დაწყებულიყო, ნათქვამია მისი აგენტის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამასთან ერთად, ტეილორს სურდა გაკეთებულიყო განცხადება - "მას სურდა დაეგვიანებინა საკუთარ დაკრძალვაზეც კი".
დაკრძალვის ცერემონიალზე, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ისმოდა XIX საუკუნის ინგლისელი პოეტის ჟერარდ მანლი ჰოპკინსის ლექსი "ტყვიის ექო და ოქროს ექო" და საყვირზე ელიზაბეტ ტეილორის შვილიშვილი რისი ელვის პრესლის რეპერტუარში შემავალ ჰიმნს "Amazing Grace"-ს ასრულებდა.