აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიბიის ოპერაციის ნატოსთვის გადაბარებას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია საკმაოდ წარმატებული იყო და მან კადაფის სამხედრო ძალა საგრძნობლად შეასუსტა, თუმცა ლიბიის მოსახლეობა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა.
ამავე აზრს იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც მიაჩნია, რომ თუ კადაფის ჯარი შეწყვეტს ძალადობას კოალაცია ქვეყნის შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა.
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი კი მიიჩნევს, რომ საერათშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე უნდა გაამახვილოს და უზრუნველყოს ქვეყანაში მინიმუმალური ზარალი.
პარალელურად, ევროკავშირმა კადაფის წინააღმდეგ ზეწოლის კიდევ ერთი მექანიზმი აამოქმედა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, უარს აცხადებენ ლიბიიდან ნავთობის იმპორტზე.