საქართველოში ვირუსული გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამჯერად პაციენტის დაღუპვის მიზეზი B ტიპის ვირუსი გახდა.
აღნიშნულის გარდა, მწვავე ვირუსული პნევმონიით წუხელ თბილისში ლაგოდეხიდან ერთი ადამიანი გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, H1N1 აქვს, თუმცა საბოლოო დიაგნოზი ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე ქვეყანაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებული 1103 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 46 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.