იაპონიის ხელისუფლება ფუკუსიმას მაცხოვრებლებს მოუწოდებს დატოვონ საკუთარი სახლები.
. "იაპონიის ხელისუფლება "ფუკუსიმა-1"-ის ატომური ელექტროსადგურის 30 კილომეტრის რადიუსში მაცხოვრებელ მოსახლეობას საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიტოვების რეკომენდაციას აძლებს", _ ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იუკიო ედანოს განცხადებით, ეს დაკავშირებულია არა რადიაციულ საფრთხესთან არამედ პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების დროული მიწოდების შესაძლო შეფერხებასთან.