ბირმაში (მიანმა) მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 50 ადამიანს აჭარბებს. თუმცა ხელისუფლება არ გამორცხავს, რომ რეალურად დაღუპულია ბევრად მეტი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით დანგრეულია ათობით სახლი.
შეგახსნებთ, რომ მიანმაში, ტაილანდის საზღვართან ახლოს, ერთდროულად ორი, 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
პირველი მიწისძვრა გუშინ, 24 მარტს 10 კილომეტრის სიღრმეზე ადგილობრივი დროით 20:25 წუთზე მოხდა, მეორე კი 229.4 კმ-ის სიღრმეზე 24 წამის შემდეგ.