ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჩაერთო. გადაწყვეტილება მაქსიმუმ 72 საათში ამოქმედდება.
ლიბიის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებაზე ნატო ერთსულოვანია და მალე სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობასაც გადაიბარებს.
გადაწყვეტილებას მხარი თურქეთმაც დაუჭირა, რომელიც სამხედრო-საზღვაო ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. თურქეთი უახლოეს დღეებში სამხედრო ოპერაციაში 4 ფრეგატსა და 1 წყალქვეშა ნავს ჩართავს.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური ანკარა იტოვებს ვეტოს უფლებას რათა ხელი შეუშალოს ლიბიელთა ინფრასტრუქტურის განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლების მსხვერპლს.