აშშ-ის პპრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდეტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეფონით ისაუბრეს.
ლიბიის თემის განხილვისას მედვედევმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია მსხვერპლი ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაში. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ობამამ და მედვედევმა ასევე განიხლეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების პრობლემატიკა.
„საერთაშორისო დღის წესრიგის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიბიაში და მის გარშემო არსებულ ვითარებას. რუსეთის პრეზიდეტმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ აუცილებელია სამოქალაქო მოსახლეობაში შორის არ იქნას დაშვებული მსხვერპლის არსებობა", - განაცხადა მედვედევმა.
რაც შეეხება ვმო-ს, კრემლის პრესსამსახური ამ ნაწილში ინფორმაციას არ აკონკრეტებს.